დე ფაქტო აფხაზეთი ლუგანსკსა და დონეცკში 23 ტონა მანდარინსა და 12 ტონა სასმელ წყალს აგზავნის

0

mandarinსოხუმში დონეცკისა და ლუგანსკისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დასრულეს. 23 ტონა მანდარინსა და 12 ტონა სასმელი წყალს აფხაზეთიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით ორშაბათს გააგზავნიან. აღნიშნულ ჰუმანიტარულ დახმარებაში გარდა ციტრუსისა და სასმელი წყლისა შედის ზამთრის თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საკვები პროდუქტებიც.

აფხაზური მედიის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის საერთო წონა 50 ტონას შეადგენს. ჰუმანიტარულ დახმარებას ლუგანსკისა და დონეცკის მოსახლეობა ახალი წლისთვის მიიღებს. დახმარების გაგზავნაში, აფხაზებს რუსული მხარე ეხმარება, რომელიც სპეციალურ ტრანსპორტს გამოყოფს. ოკუპირებული აფხაზეთიდან გაგზავნილი ტვირთი 27 დეკემბერს როსტოვში ჩავა, სადაც რუსეთის ე.წ ჰუმანიტარულ ტვირთს დაემატება.

სხვა ახალი ამბები: