დე-ფაქტო აფხაზეთი საქართველოსთან ე.წ საზღვრების გაძლიერებას გეგმავს

0

sazgvari-apsnyაფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას არ მოახდენს. მისივე განცხადებით, აფხაზეთმა სამხრეთის საზღვარი უნდა გაამაგროს და რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი გააძლიეროს, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი.

“საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს”, -განაცხადა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.

მისივე თქმით, ის, რომ ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, “ეს მისი პოლიტიკისადმი უნდობლობას იწვევს” და რეგიონში დაძაბულობას აძლიერებს.

“გარდა ამისა, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება მისი დასავლელი მოკავშირეების სრულ კონტროლქვეშაა. ეს კი გვკარნახობს ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და აფხაზეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვის კუთხით”, – აღნიშნა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ამიტომ აფხაზეთმა საქართველოსთან საზღვარი უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა გააძლიეროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოაწერა.

სხვა ახალი ამბები: