დე-ფაქტო აფხაზეთმა თურქეთში საარჩევნო უბნები გახსნა

0

saarch ubanაფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თურქეთში საარჩევნო უბანი გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “აპსნიპრესი” ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ.

“ჩვენ წინმსწრებად გვქონდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თურქეთში, აფხაზური დიასპორის მეშვეობით, გეგმავდა ე.წ. საარჩევნო უბნების და ყუთების გახსნას სტამბოლში. საელჩომაც ანკარაში გააფრთხილა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გუშინაც მქონდა შეხვედრა, რომლის დროსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ემიჯნება ყოველგვარი ყუთების დადგმას, რომელიც თვითნებურად, არაოფიციალურად, არაფორმალურად ხდება აფხაზური დიასპორის მიერ. გამორიცხულია, აღნიშნული ე.წ. საარჩევნო ყუთები დაიდგას საჯარო შენობებში და საჯარო ადგილას”, – განაცხადა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში ირაკლი კოპლატაძემ.

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: