დე-ფაქტო აფხაზეთში პრეზიდენტად რაულ ხაჯინბა აირჩიეს

0

xaaajinbaaaსოხუმში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 20.00 საათზე დაიხურა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დარღვევები ფაქტიურად არ დაფიქსირებულა.

ამავე დროს ცნობილი ხდება დე-ფაქტო არჩევნების წინასწარი შედეგებიც, რომლის მიხედვითაც  თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი გახდა რაულ ხაჯინბა. ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით პირველ ადგილზეა რაულ ხაჯინბა, მეორე ადგილზე- ასლან ბჟანია, მესამეზე-მერაბ ქიშმარია და ბოლო ადგილს იკავებს ლეონიდ ძიაპშბა.

ასევე ცნობილი ხდება თურქეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგებიც, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მისაცემად 420 ამომრჩეველი მივიდა. 420 ამომრჩევლიდან რაულ ხაჯინბას ხმა მისცა 307-მა ამომრჩეველმა.

სხვა ახალი ამბები: