დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს აფხაზურ მილიციაში სამსახურს სთავაზობს

0

loluaaგალის რაიონის ქვედა და ზედა ზონის სოფლებში აფხაზური მილიციის დამატებითი საგუშაგოების გახსნა იგეგმება. ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის შს მინისტრმა რაულ ლოლუამ განაცხადა.

„გალის რაიონში კრიმინოგენული მდგომარეობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუარესდა – გახშირდა ადამიანების გატაცების ფაქტები. რამდენიმე დღის წინ სოფელ ხუმუშკურში ცეცხლის გაუხსნეს ოპერატიულ ჯგუფს“,- აცხადებს თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო მინისტრი და აღნიშნავს, რომ დამატებითი პოსტების გახსნაც სწორედ ამ ფაქტებს უკავშირდება.

თვითაღიარებული რესპუბლიკის შს მინისტრმა გალის რაიონში სტუმრობისას ადგილობრივ ახალგაზრდებს, აფხაზური მილიციის რიგებში სამსახურისკენაც მოუწოდა.

ჩვენ გთავაზობთ სამსახურს საუკეთესო პირობებით და ანაზღაურებით. თუ გაქვთ გადაწყვეტილი ამ ქვეყანაში იცხოვროთ, მაშინ საკუთარ ქვეყანას უნდა ემსახუროთ, რათქმაუნდა შესაბამისი პირობებით. მე მოგიწოდებთ ერთად ავაღორძინოთ ისეთი პოლიცია, რომელიც დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს”-განაცხადა ლოლუამ.

 

სხვა ახალი ამბები: