დე-ფაქტო ხელისუფლება გალში მცხოვრებ ადამიანებს ხელოვნურად “შეკვეცავს”

0

11224896_465605330282395_4038642998363335815_oაფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გალში მცხოვრები ადამიანების ხელოვნურად ” შეკვეცის ” თაობაზე . გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებულ ტერიტორიაზე , კონკრეტულად კი გალის რაიონში ფორმა  # 9 უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ 15 ათასმა ადამიანმა. ეს იმის ფონზე,  როცა გალის რაიონში გაეროს ბოლო მონაცემებით დაბრუნებულია 40 ათასზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი. ეროვნებით ქართველი მაცხოვრებელი.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღების საფასურია 10 ათასი რუსული რუბლი – 500 ლარის ეკვივალენტი. აღნიშნული თანხის გადახდა ბევრს გაუჭირდება, თუმცა ფორმა #9-ის მიღება საგრძნობლად შეზღუდულია. ამ ფორმის არმქონე პირებს გალის რაიონში ცხოვრების საშუალება აღარ ექნებათ.