დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა სიმბოლური აქციით აღნიშნეს

0

10382275_841270159227853_4589994408053294651_oდიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა სიმბოლური აქციით აღნიშნეს. აქციაზე, მოქალაქეებს, დიაბეტით დაავადებულთა უფასო სახელმწიფო პროგრამების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს.

ყოველი წლის 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე მოიცავს მასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების წარმოჩენასა და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.ყოველ წელს, დიაბეტის მსოფლიო დღე ეძღვნება დიაბეტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პრობლემას. 2009-2013 წლები გამოცხადებულია დიაბეტური განათლებისა და პრევენციის წლებად.

1912308_841269555894580_4516842438173670657_o1913435_841269912561211_7270795263326267353_o10355634_841270142561188_861297893285775254_oჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში 220 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. შესაბამისი ეფექტური ინტერვენციების გარეშე ეს ციფრი 2030 წლისთვის გაორმაგდება.

დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

14 ნოემბერი გაერომ ოფიციალურ საერთაშორისო დღედ აღიარა. სწორედ ამ დღეს არის ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღე, რომელმაც 1922 წელს ჩარლზ ბენტონთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა პრეპარატ ინსულინის შექმნაში. ინსულინმა ბევრ დიაბეტით დაავადებულს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

მსოფლიო დიაბეტის დღის ლოგო – ცისფერი წრე, დიაბეტის გლობალური სიმბოლოა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით 2007 წელს დაამტკიცეს. ცისფერი რგოლი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.

 

სხვა ახალი ამბები: