დიანა ღურწკაია: “ვამაყობ, რომ მე ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე”

0

gurwkaiaქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ამაყობს იმით, რომ ის სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნეა. გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ არაფერი სმენია ოლიმპიადის სხვა მეჩირაღდნეებზე და მით უმეტეს ნეჩაევზე.

“მაგ ნეჩაევზე არაფერი მსმენია ამ წუთამდე… იცით რას გეტყვით? – მე ვარ მეჩირაღდნე. როგორც მეჩირაღდნე, ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აბსოლუტურად აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები… ისევ ვიმეორებ, რომ ნეჩაევზე პირველად თქვენგან მესმის… მე სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვაკეთებ ისე, როგორც მე შემეფერება. ამ შემთხვევაში რაც შემეფერება ,პირველ რიგში ჩემი ქვეყნის სიყვარულია. საქართველოს სიყვარულია ჩემთვის მთავარი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა… რაც შეეხება სხვა მეჩირაღდნეებს, ეს უკვე მე აღარ მეხება! მინდა მკაფიოდ დაწეროთ: ვამაყობ, რომ მე ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე, ელჩი ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის! სხვა მეჩირაღდნეებს მე რაში მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მიყვარს ქართველი ხალხი და ქვეყანა და მსურს ქართული სული, ქართული საქმე ვაჩვენო, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე.”-აცხადებს დიანა ღურწკაია.

სხვა ახალი ამბები: