დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ ცეცხლს დაანთებს

0

dianaრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია “სოჭი-2014”-ის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. უსინათლო მომღერალი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანიდან აარჩიეს, იგი 14 000 წევრისგან შემდგარ საპატიო გუნდში მოხვდა, რომელსაც თამაშების დაწყებამდე ოლიმპიური ცეცხლის ტარების უფლებას ანდობენ.

“ოლიმპიური კომიტეტიდან მაშინ დამირეკეს, როდესაც ოჯახთან ერთად საბერძნეთში ვისვენებდი, ძალიან გამიხარდა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ძველი ელადას სული შევიგრძენი, რადგან სწორედ ოლიმპიაში აინთო ოლიმპიური ცეცხლი”, – ამბობს დიანა ღურწკაია

სხვა ახალი ამბები: