დიდინეძის მოსახლეობა ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითხოვს

0

nagavsayreli

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/papuna-kukava.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]  ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის მოსახლეობა იმ ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანას მოითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლებამ სოფელში მოტყუებით გააკეთა. ადგილობრივების განცხადებით ნაგავსაყრელისთვის ტერიტორიის გამოყოფას მხოლოდ იმ მიზნით დათანხმდნენ, რომ ზუგდიდის ყოფილი ხელისუფალი მათ ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის აშენებითა და ადგილობრივი კადრების დასაქმებას ჰპირდებოდა.

“თითქმის ხუთი წელია ნაგავში ვიხრჩობით და ვიწამლებით დამწვარი ნაგვის კვამლით. ეს განსაკუთრებით მაშინ არის აუტანელი, როცა სოფელში დაუბერავს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ქარი კი დიდინეძში თითქმის ყოველდღეა. მოგვატყუა წინა ხელისუფლებამ და შეგვპირდნენ ნაგავგადასამუშავებელ ქარხანას გავხსნით ცოტახანში და თქვენც დაგასაქმებთო. ამიტომ დავთანხმდით თორემ აქ ნაგავსაყრელის არსებობას ნამდვილად არ დავუშვებდით. ამის მერე ბევრჯერ მოვითხოვეთ ამ ნაგავსაყრელის დაუსახლებელ ადგილას გადატანა, თუმცა ჩვენი თხოვნა ყურად არავინ იღო.”-აცხადებს სოფელ დიდინეძის მოსახლეობა.

იმავეს გვიდასტურებს სოფელ დიდინეძის გამგებელი პაპუნა კუკავა, რომელიიც აცხადებს, რომ მოსახლეობა ქარხნის აშენების იმედად დათანხმდა ნაგავსაყრელის დროებით გაკეთებას. კუკავას ინფორმაციით დიდინეძის ნაგავსაყრელი 17 ჰექტარზეა გაკეთებული და ის მავთულხლართებით არის შემოღობილი.  დიდინეძის ნაგავსაყრელი მხოლოდ 500 მეტრით არის დაშორებული სოფელში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერსაც. სოფლის გამგებლის განცხადებით სოფელში ბოლო დროს გახშირდა ტოქსიკური მოწამლვის შემთხვევები, რომელიც გარკვეულწილად ნაგავსაყრელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს.

“ზუსტად ვერ გეტყვით და არც დიაგნოზი გაგვიკეთებია ამაზე მაგრამ ხშირია სოფელში მოწამლვის შემთხვევებიც, რომელიც შეიძლება ნაგავსაყრელ უკავშირდებოდეს, რადგანაც როცა ნაგავს წვავენ გამონაბოლქვი და საშინელი მძაფრი სუნი მთელ სოფელს ედება”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში პაპუნა კუკავა.

სოფლის მოსახლეობამ და გამგებელმა ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანის მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ედიშერ თოლორაიას მიმართეს. თოლორაია დიდინეძის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

სხვა ახალი ამბები: