“დიდი ნახტომი” და მსოფლიოს 115 გუნდს შორის წარდგენილი 35 ქართული გუნდი

0

10835281_826306967448872_1720929586284178827_oევროპის მდინარეთა ქსელის კოორდინირებით ევროპის მდინარეებში ცურვის დღესთან დაკავშირებით დიდი ნახტომის შეჯიბრება (Big Jump Challenge) უკვე რამდენიმე წელია იმართება. ეს არის ახალგაზრდული კამპანია, რომელიც მხარს უჭერს მათ, გამოიყენონ კრეატიული მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისათვის.

კრეატიული განვითარების ცენტრი, როგორც ახალგაზრდული იდეებისა და აქტივობების მხარდამჭერი, აღნიშნული კამპანიის ერთადერთი ქართული პარტნიორი ორგანიზაციაა.

მიმდინარე წელს აღნიშნულ პროექტში 115 გუნდი მონაწილეობს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან. მათ შორის არის საქართველო, რომელიც წელს ყველაზე მეტი მონაწილე გუნდითაა წარდგენილი. ქართული გუნდების რიცხვი ამ პროექტში 35-ს შეადგენს.

“ჩვენი გუნდი თეტისი (Tethys) საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის ერთ-ერთია. ჩვენ ამ კვირის საუკეთესო გუნდებს შორის მოვხვდით და სამაგალითო გუნდად დავსახელდით 2 სხვა მონაწილე გუნდთან ერთად. პროექტი 25 მაისს სრულდება. ივნისის თვეში კი გაიმართება “დიდი ნახტომი”-აცხადებს საქართველოდან წარმოდგენილი გუნდის ერთ-ერთი წევრი.

სხვა ახალი ამბები: