დიდი ფასდაკლება “კაზანტიპზე”

0

10636119_779998625379125_5676504489832852599_n“კაზანტიპის რესპუბლიკაში” შესასვლელი ვიზის ფასებმა გუშინდელი დღიდან იკლო. თუ ადრე ვიზა 300-დან 400 ლარამდე ჯდებოდა, ამჟამად შესაძლებელია ვიზის 250 ლარად აღება. რაც შეეხება ერთდღიან ვიზებს, მისი ფასი 100 ლარი გახდა.

“კაზანტიპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სტურუას განცხადებით, აღნიშნული ფასდაკლება მუსიკალურ ფესტივალზე “კაზანტიპის” პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ფესტივალის დასწრების მსურვალთათვის დააწესა.

ვიზების ფასებთან ერთად “კაზანტიპის რესპუბლიკაში” საგრძნობლად იკლო ფასებმა კაფე-ბარებსა და ბუნგალოებში. თუ ჩვეულებრივი ცივი სასმელი წყალი 5 ლარად ფასობდა, დღეის მდგომარეობით მისი შეძენა მხოლოდ ერთ ლარად არის შესაძლებელი. ასევე იკლო ყველასათვის საყვარელი, ხაჭაპურისა და ხინკლის ფასებმა, რომელის ფასებიც  “კაზანტიპის” გახსნის დღიდან დღემდე ოთხმაგი იყო.

ფასების კლებასთან ერთად “კაზანტიპის მუსიკალურ ფესტივალზე ტურისტთა და ადგილობრივთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. “კაზანტიპის ფესტივალი” გრძელდება. 24 საათის განმავლობაში ჯღერს ელექტრონული მუსიკა მსოფლიოს ცნობილი დიჯეების შესრულებით.

“კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალი ხუთ დღეში, 31 აგვისტოს დაიხურება. ფესტივალის დახურვის შემდეგ “კაზანტიპის ხელისუფლება” ჟურნალისტებისთვის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

სხვა ახალი ამბები: