დილიდან ანაკლიაში ქართულ-ჩინური კომპანია პორტის ტერიტორიას ათვალიერებს (ვიდეო)

0

10845613_455470627953245_432230811227155983_oდაინტერესებული კომპანიები ანაკლიის  მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან. დღეს დილიდან ანაკლიაში იმყოფებიან ქართულ-ჩინური ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL  ECO PARK-ის წარმომადგენლები, მათ მხარის გუბერნატორმა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია ადგილზე დაათვალიერებინეს.კომპანიის დირექტორის განცხადებით ის პორტში 6 მილიარდმდე დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და ის  7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.

ქართულ-ჩინურ კონსორციუმამდე ანაკლიაში კიდევ 2 კომპანია იმყოფებოდა, დარჩენილი 4 კი პორტის ტერიტორაის თვის ბოლომდე ეწვევა. კომპანიებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თავიანთი გეგემები 16 აპრიალმდე უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება.