დიმიტოვის განცხადებით, საზღვრის გადმოწევა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება და დროებითია

0

filip_3_საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტოვის განცხადებით, რუსეთის მიერ საზღვრის 11 კილომეტრით გადმოწევა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენაა.

როგორც დიმიტროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ახდენს გავლენას ქართულ ტერიტორიაზე.

“ეს ხანგრძლივი საკითხია განსახილველად. როგორც ჩანს, ეს არის დროებითი მოვლენა დაკავშირებული სოჭის ოლიმპიადასთან. ნებისმიერ შემთხვევაში ამას ზეგავლენა აქვს ქართულ ტერიტორიაზე. ეს წარმოქმნის ბევრ პრობლემას, მაგრამ ამას ალბათ მოგვიანებით ჩვენ სხვა დროს განვიხილავთ. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ბედნიერი მოვლენათა ასეთი განვითარების”, – განაცხადა დიმიტროვმა.