დიმიტრი გვარამია: “აუცილებელია ქართული პროგრამით სწავლების პროცესის შეჩერება”

0

gvaramia dimitriთვითაღიარებული აფხაზეთის განათლების და მეცნიერების ე.წ. მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ Sputnik-ს განუცხადა, რომ გალის რაიონის ყველა სკოლა სწავლების აფხაზურ სტანდარტზე გადავა.

“საქართველოს განათლების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა აქვთ და ეს არათუ საზიანოა აფხაზეთის მცხოვრებთათვის, არამედ -საშიშია სახელმწიფოსთვის”, -აცხადებს  გვარამია და იქვე დასძენს, რომ ცნობილია ფაქტები, როდესაც მასწავლებლების ნაწილი ხელფასს საქართველოშიც იღებდა.

“ესეც საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს, შესაბამისად, საჭიროა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ პოლიტიკის შეწყვეტა. ამისთვის, აუცილებელია ქართული პროგრამით სწავლების პროცესის შეჩერება. ამ სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ პროგრამას გადიან, უმაღლესი განათლების მიღებას აფხაზეთში არ გეგმავენ” -დასძენს დიმიტრი გვარამია.