დიმიტრი მედვედევის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა

0

medvediiiრუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა.
ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა „Rasia Today”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„2008 წელს ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცეცხლის გახსნის შესახებ, გარკვეული როლი ითამაშა იმ მხარდაჭერამ, რომელსაც სააკაშვილს უცხადებდნენ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნების ნაწილი. მე არ მაქვს კარგი წარმოდგენა სააკაშვილის პოლიტიკურ და სამხედრო შესაძლებლობებზე. ის ორიენტირებას აკეთებდა იმაზე, რომ რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერეოდა. ჩვენ თავიდანვე არ გვქონდა რეჟიმის შეცვლის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გასაგები მიზეზების გამო, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლულურად მიუღებელი პირია. მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ თავად ხალხმა უნდა განსაზღვროს საკუთარი ხელისუფლება. რუსეთტან კონფლიქტში შესვლა აშშ–ისთვის არ შეიძლება; ამას აცნობიერებს შტატების ყველა პრეზიდენტი. ამიტომ ამერიკამ დაიკავა ორმხრივი პოზიცია, რაც ქართველი „გონებამახვილებისთვის“ დიდი იმედგაცრუება გახდა. ეს არ არის ხალხებს შორის ღრმა კონფლიქტი, ეს სამწუხაროს ზელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან დაშვებული შეცდომაა, რომელიც დანაშაულში გადაიზარდა“,– განაცხადა მედვედევმა.

სხვა ახალი ამბები: