დიმიტრი მედვედევი: „2008 წლის აგვისტოში, ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ ისინი შეჩერდებოდნენ“

0

medvedრუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, ბოლო მომენტამდე მას იმედი ჰქონდა, რომ საქართველო კონფლიქტის ესკლაციას შეწყვეტდა.

როგორც მედვედევი „რუსია თუ დეისთან“ აცხადებს, ეს კონფლიქტი “ღრმად შეიჭრა” მის მეხსიერებაში და აგვისტოს დღეები არასდროს დაავიწყდება.

“მე, რა თქმა უნდა, დამამახსოვრდა როგორ დაიწყო ყველაფერი, რა ხდებოდა. დამამახსოვრდა დრამატიზმი ამ ვითარების და აუცილებლობა, მიმეღო არც თუ ისე იოლი გადაწყვეტილება. ეს მართლაც რთული გადაწყვეტლება იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ასევე ახალგაზრდა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში, რომელსაც ამ პოსტზე 90-ზე ნაკლები დღე ჰქონდა გატარებული”,-განაცხადა მედვედევმა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს მთავრობას და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეყოფოდათ გონიერება, არ შეექმნათ ის პრობლემები, რომელიც შექმნეს”.

“რაც შეეხება კონფლიქტის ღამეს, იყო სროლა და ვითარება იძაბებოდა. თუმცა, ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ ისინი შეჩერდებოდნენ”,- განაცხადა მედვედევმა.

როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფერის შემდეგ მას მოუწია “ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება” და ბრძანების გაცემა, დაწყებულიყო საომარი მოქმედებები.

სხვა ახალი ამბები: