დიმიტრი შაშკინი თეა თუთბერიძეს გიჟად მოიხსენიებს და მას მკურნალობას ურჩევს

0

shashkinსაქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, უფლებადამცველ თეა თუთბერიძეს პროფესიონალ მედიკოსებთან კონსულტაციების გავლას ურჩევს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით თეა თუთბერიძე გიჟია.

“თეა თუთბერიძე გიჟია, თუმცა არიან ფსიქიატრები, რომლებიც მას დაეხმარებიან”-აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინმა თეა თუთბერიძეზე კომენტარი იმ მიზეზით გააკეთა, რომ უფლებადამცველმა საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტობაში დაადანაშაულა. თეა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ დიმიტრი შაშკინიც ვანო მერაბიშვილის კადრია და თავისთავად ისიც რუსული სპეცსამსახურების აგენტია.

თეა თუთბერიძის განცხადებით ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები დიმიდრი შაშკინის მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: