დისკუსია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განვითარების პერსპექტივებზე დღეს გაიმართება

0

IMG_4836_resizeდღეს, 20 სექტემბერს 14:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამავე ცენტრის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ხელისუფლებასა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ადგილობრივი მთავრობის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები მერაბ ქვარაია და გიორგი თოდუა.

ხელისუფლება ახალგაზრდებს დეტალურად გააცნობს ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაო პროცესებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ახალგაზრდების მიერ ინიცირებული კონკურსი, რომლის მიზანიც არის ბაღის კეთილმოწყობის საუკეთესო სტრატეგიული გეგმის გამოვლენა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ბაღის მოვლა-პატრონობის პასუხისმგებოლობას არ იზიარებდნენ. 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ბოტანიკური ბაღის მეურვეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დააკისრა და დღევანდელი მონაცემებით, ა.ი.პ. ზუგდიდისმუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი ბოტანიკურ ბაღში სათანადო გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული  ორგანიზაციები დაინტერესებულები არიან ბაღის შესახებ ადგილობრივი მთავრობის 2014 წლის გეგმებით. კერძოდ, რა სამუშაოებს ითვალისწინებს 2014 წლის ბიუჯეტი ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში, როგორ მოხდება ბაღის მართვა და იურიდიული საკითხების მოგვარება, რამდენად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება ბოტანიკური ბაღის განვითარების საკითხებში, რამდენად გათვალისწინებულია ახალგაზრდების ინტერესები და მოსაზრებები ბოტანიკური ბაღის განვითარების სამომავლო გეგმებში. მნიშვნელოვანია ასევეის ვალდებულებები, რომლებსაც  ადგილობრივი ხელისუფლება აიღებს კონკურის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო გეგმის განხორციელების საქმეში.

სხვა ახალი ამბები: