დიცის მოვლენებს ჯეიმს აპატურაი ეხმაურება

0

apaturaiნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი შეშფოთებას გამოთქვამს დიცში რუსი სამხედროების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის შემოღობვის გაგრძელების გამო.

როგორც აპატურაი „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, „ამით რუსეთი ყველა შეთანხმებას არღვევს და პოლიტიკურ პროცესს ართულებს“.

„შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ რუსმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის შემოღობვა განაახლეს. ისევ და ისევ, ეს ყველა შეთანხმებას არღვევს და პოლიტიკურ პროცესს ართულებს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავშეკავებულობა გამოიჩინოს“ – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

სხვა ახალი ამბები: