დიხაზურგადან გატაცებული ლაშა კიკალიშვილის გამოსასყიდად 30.000 დოლარს ითხოვენ

0

dolarebiგალის რაიონის სოფელ დიხაზურგას დე-ფაქტო გამგებლის რევაზ კიკალიშვილის შვილი უკვე კვირაზე მეტია ჯერჯერობით დაუდგენელი კრიმინალური დაჯგუფების მიერ არის გატაცებული. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გატაცებულის კვალს დღემდე ვერ მიაკვლია.

ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის ოჯახის წევრებს გამტაცებლები სამჯერ დაუკავშირდნენ და გადაცებულის გამოსასყიდად ოჯახს 30.000 ამერიკულ დოლარს სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 16 წლის ლაშა კიკალიშვილის ლიკვიდაციით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ ეს გალის რაიონში ბოლოდროს განხორციელებული რიგით მეხუთე გატაცების ფაქტია. ერთ-ერთი მათ შორის გატაცებული ადამიანის ლიკვიდაციით დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: