დოკუმენტური ფილმის “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” ჩვენება ზუგდიდში გაიმართება

0

misha_1492შაბათს, 14 მარტს 13:00 სთ-ზე, ზუგდიდში, საკონცერტო დარბაზ “ოდიშში”  (მის: ე.ქ.კ.) არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, ყოფილი პოლიტპატიმრის, პროფესორ გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართება ჩვენება  დოკუმენტური ფილმისა . ფილმის პრემიერა შედგა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საკონფერენციო დარბაზში. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენება რამდენჯერმე გაიმართა.

“სამწუხაროა რომ ფილმში ნაჩვენები კადრები ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის რეალობაა, ეს არის შოკისმომგვრელი კადრები, რომელიც მართალია მძიმეა სანახავად, მაგრამ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს თუ რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ.   ფილმის ჩვენებას   პოლიტპატიმრები , საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენებაზე დასწრება იქნება თავისუფალი”აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ჯონი ჯიქია.