დოლარის ღირებულება 2 ლარს გადასცდა

0

banidolariკომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.0 ლარს გადასცდა. დღეის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკში” მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.04 ლარად შეუძლია, “თიბისი ბანკში” – 2.01 ლარად, ბანკ “რესპუბლიკაში” – 2.03 ლარად, “ლიბერთი ბანკში” – 2.02. კომერციულ ბანკებში 1 დოლარს 1.95-1.96 ლარის ფარგლებში იბარებენ.

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათში, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარის შეძენის ფასი 2.0 ლარს გადასცდა.

სხვა ახალი ამბები: