დონაძემ რობაქიძის მკვლელობის ვიდეომასალის განადგურება პროდიუსერს უბრძანა

0

1038donadzeგადაცემა “პატრულის” ყოფილი პროდიუსერისა და ჟურნალსიტ მაკა რაზმაძის განცხადებით, გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს გადაღებული ვიდეომასალის განადგურება გადაცემის პროდიუსერს უბრძანა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მაკა რაზმაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, იგი სტუმრად იყო მისული გურამ დონაძესთან და შემთხვევით შეესწრო ფაქტს, როდესაც გამომძიებელი დონაძესთან მივიდა და კადრები მოითხოვა.
“ამ პერიოდში მე “პატრულში” არ ვმუშაობდი. სტუმრად ვიყავი გურამ დონაძესთან მისული, რომელთანაც ვმეგობრობდი. პროკურატურიდან მოსული იყო გამომძიებელი და ითხოვდა კადრებს. დონაძე ეუბნებოდა, რომ ეს კადრები არ გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ იღებენ ფირებით, რომელიც ერთ კვირაში იფშვნება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ფაქტი ერთი კვირის მომხდარი იყო. მან თავისთან დაიბარა პროდიუსერი და გამომძიებლის თანდასწრებით ჰკითხა – ხომ იფშვნება ის ფირები, რომლებითაც ვიღებთო. პროდიუსერი ვერ მიხვდა, რას ამბობდა დონაძე, თუმცა, ვინაიდან კითხვაში პასუხი ჩანდა, მას დაეთანხმა. გამომძიებელი რომ წავიდა, დონაძემ პროდიუსერს უთხრა, ის მასალა გაენადგურებინათ”, – აღნიშნა მაკა რაზმაძემ.
მისივე თქმით, იმ დროისთვის მისთვის უცნობი იყო ბუტა რობაქიძის ამბავი. “ეს ამბავი მაშინ არ იყო გახმაურებული და თავიდან ვერც მივხვდი, თუ რას ეხებოდა საქმე”, – განაცხადა მაკა რაზმაძემ.

სხვა ახალი ამბები: