“დრონის” წარმომადგენლებმა შვედეთში სამუშაო შეხვედრები გამართეს

0

10422150_986571991360593_8145948748311007742_nარასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ წევრები სასწავლო ვიზიტის Meet In Youth Realities 6–ის ფარგლებში, შვედეთის ქალაქ მოლნდალის მინუციპალიტეტს ესტუმრნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები მოლნდალის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია KEKS–ის წევრებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გზები განიხილეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობაზე, მედიის ეფექტურად გამოყენებისა და ახალი რესურსების განვითარების გზებზე. „დრონის“ ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ახალგაზრდულ ცენტრშიც და შეფასდა ერთკვირიანი მუშაობის შედეგები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოიკვეთა საიტერესო იდეები, თუ როგორ უნდა იმუშაონ ორგანიზაციებმა ეფექტურად ახალგაზრდებთან.

სხვა ახალი ამბები: