დღევანდელი “აქცენტების” სტუმარი მიხეილ სააკაშვილი იქნება

0
7f686139-d429-4cf3-bb44-d5e3410bbdd5დღეს 22:00 საათზე ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტების”  სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება. პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში  ერთი საათის განმავლობაში უპასუხებს.
როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, ქვეყნის პირველ პირს არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, არამედ ქვეყანაში არსებულ ზოგად პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ  მდგომარეობასთან დაკავშირებით მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.
„დიდი ხანია მინდოდა მიხეილ სააკაშვილის მოწვევა „აქცენტებში”, დღეს იგი ჩემი სტუმარი იქნება, კითხვები ყველა საკითხზე დაისმევა, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ქვეყანაში არსებულ სოციალურ- ეკონომიკურ პრობლემებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ საინტერესო გადაცემა შედგება,”- განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
კვესიტაძის თქმით, როგორც წესი, გადაცემა რამდენიმე ბლოკისა და სტუმრისგან შედგება, თუმცა დღევანდელი გადაცემა ოდნავ განსხვავებული ფორმატის იქნება და გადაცემის სრული ქრონომეტრაჟი მიხეილ სააკაშვილს დაეთმობა.

სხვა ახალი ამბები: