დღეიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დასავლეთ საქართველოში დაიწყო

0

barati-300x300დღეიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დასავლეთ საქართველოში დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თავად ჩაიტანეს ბარათები საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესების ამსახველი პრეზენტაციაც გამართეს.
პრეზენტაციას გამგებლებთან ერთად საკრებულოს წარმომადგენლები და ყველა ტერიტორიული ორგანოს რწუმენებულები ესწრებოდნენ. „ხუთშაბათისთვის ჩვენ უკვე დავამთავრებთ ბარათების გადაცემას იმერეთის რეგიონში და გადავინაცვლებთ სამეგრელო-ზემო სვანეთში. მომდენო ეტაპზე, აგროვადების გათვალისწინებით, ბარათები დარიგდება აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მთლიანად საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პირველი ეტაპი 10 მარტისთვის დასრულდება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კონტსანტინე ხუცაიძემ.
საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო. ამ დროისთვის ბარათები უკვე დარიგებულია კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია და ამ ეტაპზე უკვე მოხნულია 2077,45 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მარნეულის, კასპის, ბოლნისის, ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. სულ მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 5 ჰექტრამდე მიწის 640 000-ზე მეტ მესაკუთრეს დაეხმარება. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.

სხვა ახალი ამბები: