დღეიდან TV8-ზე ნუგზარ რუხაძის საავტორო გადაცემა იწყება

0

11243986_10200567766034470_1307904061_oჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის გადაცემა “საუბრები ნუგზარ რუხაძესთან” ტელეკომპანია TV8 -ზე დღეიდან ყოველ ოთხშაბათს, 22:30 საათზე გავა. გადაცემის ფორმატი საზოგადოებრივ პოლიტიკურია და მასში სხვადასხვა პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი გადაცემის სტუმრები პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იქნებიან. გადაცემის თემაა საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაცია – დასავლეთი თუ ევრაზიული კავშირი.