დღეს გაირკვევა დარჩება თუ არა გუნავა სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე

0

get_imgპრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თენგიზ გუნავამ ჯერ კიდევ არ იცის ის დარჩება თუ არა იმავე თანამდებობაზე. გუნავა დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას და მის გადაწყვეტილებებს ელოდება.

“ჯერჯერობით არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუბერნატორის თანამდებობაზე. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული. მე რიგითი ჯარისკაცი ვარ და რასაც მეტყვის და როგორც დავილაპარაკებთ, იმის მიხედვით გავაგრძელებ ბრძოლას. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ პოლიტიკიდან წავიდე. პირიქით, ვიმუშავებ უფრო აქტიურად ქვეყნის უკეთესობისთვის “, – აცხადებს პატიმრობიდან გათავისუფლებული თენგიზ გუნავა.

პატიმრობიდან წუხელ გათავისუფლებული სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ჯერ ისევ თბილისში იმყოფება და საქართთველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება დარჩება თუ არა თენგიზ გუნავა სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე. პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ გუნავა სამეგრელოში, კონკრეტულად კი ზუგდიდში დღესვე დაბრუნდება.

სხვა ახალი ამბები: