დღეს ზუგდიდის საჯარო სკოლებში დირექტორებს ირჩევენ

0

skola-zugdidiქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 37 საჯარო სკოლაში დირექტორებს ირჩევენ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გონერ პაპავას თქმით,არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მისი შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ამ წუთებშიც ვიღებთ ინფორმაციებს.კენჭისყრა უკვე დამთავრდა განმუხურისა და ქალაქ ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლებში და იქ წარდგენილი დირექტორები უკვე შეირჩა“,- აცხადებს გონერ პაპავა.

მისივე ინფორმაციით,ყველა საჯარო სკოლაში,გარდა მე-3 საჯარო სკოლისა თითო-თითო კანდიდატები იყვნენ წარდგენილები.

სხვა ახალი ამბები: