დღეს ზუგდიდში დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის განვითარებაზე ისაუბრეს

0

ministris moadgile

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/zugdidshi-Tvitmmartvelobebze-imsjeles.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, დღეს, სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა.

რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი-მუნიციპალური და რეგიონული  თვითმმართველობა,რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონესსაკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, 3.500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები.

ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები.

თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა რეგიონებში დღეს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება,რათა რეფორმის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები თითოეულ მოქალაქემდე სწორად და გასაგებად იქნას მიტანილი.

სხვა ახალი ამბები: