დღეს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება მოითხოვეს (VIDEO)

1

147ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს ყოფილი პოლიტპატიმრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მესიჯი იყო, გასამართლდეს “ნაციონალური მოძრაობა” და საბოლოო წერტილი დაესვას ძალადობას საქართველოში. კაკაბაძის განცხადდებით სწორედ ამ მიზნით მთელი საქართველო 14 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში შეიკრიბება და ეტყვის არას “ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს”

“მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს რეჟიმი დამარცხდა, ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რჩებიან ხელისუფლების წამყვან პოსტებზე. ეს უნდა დამთავრდეს და წერტილი დაესვას მათ პარპაშს. ყოფილი პოლიტპატიმრები და ყველა ის პირი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო რეჟიმით დაზარალებული, ვიკრიბებით სპორტის სასახლეში, რათა მოვითხოვოთ რეჟიმის გასამართლება და პარლამენტს მოვთხოვოთ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკურ, ისე მორალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს“”-განაცხადა თავის გამოსვლაში უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიიას განცხადებით კი არ არსებობს არანაირი კომპრომისი და კოჰაბიტაცია მოძალადეთა პარტიასთან.

„არა კოაბიტაციას. მოვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას“,-აცხადებს კახა მიქაია.

ზუგდიდის თეატრში შეკრებილ პოლიტპატიმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა ყოფილმა პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემაც, რომელმაც ზუგდიდის რაიონს ახალაიების საკანი უწოდა.

„მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე, რადგან ეს იყო რეგიონი, სადაც ყველაზე მეტად იყო ერთი ოჯახის – ახალაიების მხრიდან რეპრესია გატარებული. ჩვენ პოლიტმატიმრები ვართ, მაგრამ თქვენც იყავით პატიმრობაში, მხოლოდ თქვენს საპატიმროს ერქვა ზუგდიდის რაიონი“, – განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

ხმაურიანი გამოსვლა ჰქონდა ცნობილ ქართველ მომღერალს გია გაჩეჩილაძეს (უცნობი), რომელმაც საზოგადოებას მოუწოდა 14 აპრილს ერთად და საბოლოოდ დაემარცხებინათ “ნაციონალური მოძრაობა. მისი თქმით, უპირველესი მოვალეობაა სამართლიანობის აღდგენა და არა შუქი და გაზის მოთხოვნა.

„არჩევნებზე ქართველი ხალხის მთვარი მოთხოვნა გაზი, შუქი და წყალი კი არა, სამართლიანობის აღდგენა იყო. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ხელშია ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. 14 აპრილს ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაისტუმრებს პოლიტიკურ სანაგვეზე“,-აცხადებს გია გაცეჩილაძე.

ყოფილ პოლიტპატიმრებთან შეხვედრის დასკვნით ნაწილში “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ როლანდ ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“თქვენი დრო ამ ხალხმა დღეს დაამთავრა. როლანდ შენი და მიშას დრო ზუგდიდში, სადაც იმედი გქონდათ, რომ ბოლომდე დაჩაგრავდით სამეგრელოს დასრულდა. ახლა კი შეხედე ვინ დგას სცენაზე. 1 ოქტომბერს არ დასრულებულა როლანდის და მიშას დღე სამეგრელოში, როლანდის, მიშას და “ნაციონალური მოძრაობის დრო დღეს დასრულდა ზუგდიდში მეგობრებო,”-განაცხადა კახა მიქაიამ.

სხვა ახალი ამბები: