დღეს ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

0

11086507_1097710516921604_505014668_oსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი დღეს ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი გუბერნატორის მოადგილე, კობა ქანთარიამ, ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ქვარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.

11033121_1097710480254941_2018377089_o11106365_1097710490254940_487218161_n11105748_1097710466921609_692330143_oქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ,დღეს, ქალაქ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმიდა ღვთიშობლის სახელობის ტაძარში იქნა გადახდილი, რის შემდეგაც, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დამთვალიერებლისათვის ზვიად გამსახურდიას წიგნები და საავტორო ფოტოები გამოიფინა.

სხვა ახალი ამბები: