დღეს ზუგდიდში “სკოლამდელი კვირეული” გაიხსნა

0

11125578_1123616847664304_1844109696_nდღეს 11 მაისს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში სკოლამდელ–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული “სკოლამდელთა კვირეული” გაიხსნა. ღონისძიების დაწყებამდე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. მოწვეულ სტუმრებს აღსაზრდელებმა და ბაღის პედაგოგებმა თეატრალიზებული წარმოდგენა შესთავაზეს, ღონისძიებას მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.