დღეს ზუგდიდში ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება

0

margvelaდღეს ზუგდიდში 14.00 საათზე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს მასპინძლობენ. ისინი სამეგრელოს მთავარ ქალაქში მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბის გახსნას დაესწრებიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ”ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბს ზუგდიდის რაიონში ყოფილი პოლიციელი ზურაბ ჩიქავა ხელმძღვანელობს. მის მოადგილედ კი გოგიტა მამფორია დაინიშნა. ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბი ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე დაიდებს ბინას.

სხვა ახალი ამბები: