დღეს კახი კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი გაიმართება

0

kaxa kaladzeდღეს თბილისს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ეწვევა. ამის შესახებ ფეხბურთიდან კახი კალაძის გაცილებისადმი მიძღვნილი ფეისბუკის ოფიციალური გვერდი (Milan VS Kaladze Friends) იტყობინება.

„პარასკევს თბილისში სილვიო ბერლუსკონიც ჩამოვა. “მილანის” პრეზიდენტი, რომლის ხელშიც კლუბმა სასწაულ წარმატებებს მიაღწია, კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩს დაესწრება“, –– ნათქვამია ხსენებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, კახი კალაძის გამოსათხოვარი მატჩი ხვალ თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების წარმომდგენია „საქართველოს ბანკი _ ექსპრესი“.

შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები, მათ შორის, ენერგეტიკის მინისტრები დაესწრებიან. რაც შეეხება გუნდების შემადგენლობებს, „მილანის“ მაისურით ითამაშებენ: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, პაოლო მალდინი, ჯუზეპე პანკარო, დარიო სიმიჩი, ფლამინი, სერჟინიო, მასიმო ოდო, რუი კოშტა, ჯანლუკა ძამბროტა, როკე ჟუნიორი, კარბონე, ზვონიმირ ბობანი, მასიმო ამბროზინი, იბრაჰიმ ბაა, ფედერიკო ჯუნტი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი, ალბერტო ჯილარდინო, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იქნება კარლო ანჩელოტი.

რაც შეეხება კალაძის მეგობრების გუნდს, მისი მთავარი მწვრთნელები ალექსანდრე ჩივაძე და თურქული „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი იქნებიან. გუნდის შემადგენლობაში არიან: მეკარე ზვიად სტურუა; მცველები: კახი კალაძე, მალხაზ ასათიანი, მურთაზ შელია, ლევან კობიაშვილი, ფაბიო კანავარო (იტალია), ახრიკ ცვეიბა (რუსეთი); ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი, ლევან ცქიტიშვილი, უმით დავალა (თურქეთი), ანდრეი გუსინი (უკრაინა); თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, სერგეი რებროვი (უკრაინა), ჰაქან შუქური (თურქეთი).

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, ბანკი მოხარულია, რომ „საქართველოს ბანკი _ ექსპრესის“ სახით ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმომადგენია.

„ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ მაყურებელი მაქსიმალურად ნასიამოვნები დარჩეს“, –– აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძის გამოსათხოვარი მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 31 მაისს 20.30 საათზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: