დღეს: პრემიერის შეხვედრა მმართველ გუნდთან და თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადება

0

PicMonkey Collage თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადებები თავად პარტიაში გააკეთეს. მოგვიანებით კი განცხადებები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, განცხადებას პოლიტიკური ძალის ლიდერები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გააკეთებენ. საგანგებო ბრიფინგი პარტიის ოფისში 18.00 საათზე გაიმართება.

პარალელურად მმართველ გუნდთან შეხვედრას მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ასევე 18.00 საათზეა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თემებს შეეხება ქვეყნის პრემიერის შეხვედრა მმართველ გუნდთან.

სხვა ახალი ამბები: