დღეს სამეგრელოში ტურისტული საინფორმაციო ცენტრები იხსნება

0

tourist_information_centerდღეს მარტვილის, ჩხორტოწყუსა და ზუგდიდის რაიონებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები გაიხსნება. ტურისტული ცენტრების ოფიციალურ გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაესწრებიან.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, სამეგრელოს რეგიონში სულ ხუთი საინფორმაციო ტურისტული ცენტრი გაიხსნება, რომელიც სამეგრელოში ჩამოსულ ტურისტებს კოორდინაციას გაუწევს. ტურისტულ ცებტრებში ორ-ორი ადამიანი დასაქმდება. გიორგი სიგუას განცხადებით სამეგრელოს რეგიონში და კონკრეტულად კი ზუგდიდში ერთი დიდი ტურისტული ცენტრი გაიხსნება, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება.

სხვა ახალი ამბები: