დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

0

amindiდღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან კი უფრო ძლიერი 17-22 მეტრი/ წამში.

დაბლობში ჰაერი 21-26 გრადუსამდე გათბება, მთაში 20-25, ხოლო მაღალ მთაში 17-22 გრადუსამდე.

ხანომკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან ნავარაუდევია უფრო ძლიერი წვიმა და სეტყვა. აქაც დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან კი უფრო ძლიერი 17-22 მეტრი წამში.

ბარში ტემპერატურა 24-29 გრადუსს მიაღწევს, მთაში 21-26, მაღალ მთაში კი 17-22 გრადუსს.

სინოპტიკოსები დღეს დედაქალაქშიც ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან კი უფრო ძლიერი 17-22 მეტრი/ წამში. ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.

სხვა ახალი ამბები: