დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ

0
iaუკვე 22–ე წელია 3 მარტს საქართველოში  დედის დღეს აღნიშნავენ. აღნიშნულ დღესასწაულს საფუძველი  1991 წელს ჩაეყარა.
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 3 მარტი „დედის დღედ” ოფიციალურად დააკანონა.
დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა,  თუმცა ამჟამად ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე მაინც აღინიშნება. “8 მარტს” საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ.
“დედის დღის” სიმბოლოა ყვავილი – ია.

სხვა ახალი ამბები: