დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში შეხვედრა გამართა

0
1157750_354899047976622_761192027_nდღეს ზუგდიდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის ინფორმაციის გაცემა იყო.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დამსწრეებს სამინისტროს მიერ გაწული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ახალი მთავრობისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა რეფორმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა პოლიტიკაში. რატი ბრეგაძის განცხადებით მათი შეხვედრის ერთერთი მიზანი მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება იყო.

სხვა ახალი ამბები: