დღეს უელსში NATO–ს სამიტი იწყება

0

natos samitiდღეს უელსში ნატო–ს სამიტი იწყება. სამიტი ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის მიმართვით გაიხსნება.

პირველი შეხვედრა სამიტის ფარგლებში ავღანეთის საკითხზე გაიმართება.დღესვე გაიმართება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც, რომელზეც მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

ხვალ კი დაგეგმილია ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თავიანთ კოლეგებთან ასპირანტი ქვეყნებიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და ალიანსის პარტნიორი 24 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

5 სექტემბერს კი ჩრდილოანტლანტიკური საბჭო ორ სესიას გამართავს.

5 სექტემბერსვე ნატო–ს თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ავსტრალიიდან, ფინეთიდან, საქართველოდან, იორდანიიდან და შვედეთიდან, რათა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილონ.

სამიტის ფარგლებში ორმხივი შეხვედრებიც გაიმართება. სამიტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

სხვა ახალი ამბები: