დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

0

samamulo omi19 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომით 1937 წლის 7 ივლისს, ევროპაში კი –1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით. ომში 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი) მონაწილეობდა.

ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იყო 110 მილიონი კაცი. ომმა დაახლოებით 62 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, გადასახლებაში ცხოვრება მოუწია.

საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

სხვა ახალი ამბები: