დღეს “ქართული ოცნება” ზუგდიდისა და ფოთის მერობის კანდიდატებს წარადგენს

0

merebis wardgenaდღეს თბილისში, სპორტის სასახლეში კოალიცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატებს წარადგენს. თვითმმართველ ქალაქებს შორის არის სამეგრელოს ორი თვითმმართველი ქალაქი, ფოთი და ზუგდიდი.

smo.ge-ს ექსკლუზიური წყაროს ცნობით ორივე თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატები უკვე შერჩეულია და ისინი უკვე თბილისში იმყოფებიან.

ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი გოგოხიას წარადგენს. რაც შეეხება ქალაქ ფოთს, ქალაქის მერობის კანდიდატად ეკონომისტ ლევან ჩოჩიას წარადგენენ, რომელიც ბოლო პერიოდში “გეზ”-ის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) უფროსად მუშაობდა.