დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღეა

0

SHEZGUD3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან აღინიშნება(International Day of Persons with Disabilities).

“ეს არ არის საზეიმო დღე, ეს არის თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ჩვენს გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამოქალაქეების მიმართ”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის – “ვიმეგობროთ” განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი შშმ პირია (მსოფლიო მოსახლეობის 10-15%), ხოლო საქართველოში არაოფიციალური სტატისტიკით 300 000–ზე მეტი.