დღეს ხობში სახალხო დღესასწაული “ცოტნეობა” აღინიშნება

0

xobis centriხობში დღეს სახალხო დღესასწაულს “ცოტნეობას” აღნიშნავენ. დილიდან ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა, ასევე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა გამოფენა – “ჩემი სამეგრელო”. ამასთან, ადგილზე წიგნების გამოფენა–გაყიდვა და სპორტული სანახაობები მიმდინარეობს.

დღესვე გაიმართება გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში და რუბენ და იური ბახიების სახელობის პირველობა ჭადრაკში.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური ძერწვის ნიმუშებია გამოფენილი, ასევე დადგმულია მეგრული ფაცხები სადაც დამთვალიერებლებს მეგრული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ეძლევა, აღნიშნულ ადგილას მოგვიანებით იმიტირებული მეგრული ქორწილი გაიმართება სახელწოდებით მხატვრული კომპოზიცია “პატარა საქართველოს რაინდული გული”.

სახალხო დღესასწაულს 17:00 საათზე ანსამბლ “გორდელას” და სხვა ადგილობრივი მუსიკალური შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი დაასრულებს, რომელიც 20:00 საათზე პოეზიის საღამოთი და საქველმოქმედო კონცერტით გაგრძელდება.

ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონიაც ესწრება.

სხვა ახალი ამბები: