დღის ფოტო: დე-ფაქტო აფხაზეთის საარჩევნო ყუთი თურქეთში ხელით დააქვთ

0

archevnebi da turqetiაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარალელურად საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს თურქეთშიც, სადაც საარჩევნო უბნები ერთი თვით ადრე გახსნეს. საარჩევნო პროცესს ესწრბიან როგორც ადგილობრივები ასევე აფხაზეთიდან თურქეთის რესპუბლიკაში ჩასული დელეგაცია.როგორც ადგილიდან აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან საარჩევნო პროცესს თან ახლავს გართულებებიც. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში ფოტო გამოქვეყნდა, სადაც თურქეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესია ასახული.

ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია ეროვნებით აფხაზი ენგინ ოზკოჩი, რომელსაც საარჩევნო ყუთი უჭირავს და თან დააქვს. ფოტოს თან ახლავს კომენტარი, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ, რომ ეროვნებით აფხაზი თურქეთის პარლამენტში ერთ-ერთ მთავარ საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა და მერაბ ქიშმარია.

 

სხვა ახალი ამბები: