ეგვიპტელ სტუდენტს facebook-ზე დაწერილი სტატუსისთვის 3 წელი მიუსაჯეს

0

10715705_837286386311601_151770896_nეგვიპტელი სტუდენტი, რომელმაც სოციალურ ქსელ facebook -ში სტატუსი რელიგიის უარყოფის შესახებ დაწერა, დააპატიმრეს.

„მე ვარ ათეისტი,” – აღნიშნული შინაარსის მატარებელი სტატუსი კარიმ აშრაფ მოჰამედის დაკავებისა და 3-წლიანი პატიმრობის საფუძველი გახდა.

21 წლის ახალგაზრდის სტატუსი შეიცავდა მის ათეისტურ ხედვას. სტუდენტი ასევე წერდა თავის მამაზე და ამბობდა, რომ ის არასწორად აზროვნებდა.