ეგრისის ქედზე ფესტივალი “ტობა-2014” გაიმართება

0

1001711_414677601975865_1440044729_nსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია 12-16 აგვისტოს ჩათვლით ტრადიციულ ფესტივალს “ტობა-2014” გამართავს. ფესტივალი ეგრისის ქედზე გაიმართება ტობა ვარჩხილის ტბათა სისტემის მიმდებარედ.

“Toba-Fest”-ი 5 დღე გაგრძელდება და დატვირთული იქნება მრავალი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებითა და გზამკვლევის მომსახურებით. “Toba-Fest”-ში მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის. ფესტივალის მიზანი ეგრისის ქედის ტურისტული მარშრუტების და ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაციაა. ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 100 ადამიანს.

სხვა ახალი ამბები: