“ეგრისობა” და ზუგდიდური მასპინძლობა ქვეყნის პრემიერს

0

1977474_803309846378277_2516850111617467403_n26 წლის შემდეგ პირველად სამეგრელოში სახალხო დღესასწაული „ეგრისობა“ გაიმართა. დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეგრისობის დღესასწაული მხოლოდ ერთი კუთხის ზეიმი, მდიდარი კულტურის და ტრადიციების წარმოჩენის სურვილი არაა, არამედ ის ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი ერთად ყოფნის სურვილია.

„ჩვენი მიზანი საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ჩვენი ხალხი იმსახურებს, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების პირობები. მართალია, თითოეულ ჩვენგანს ეჩქარება შედეგი, მაგრამ ყველა პროცესს დრო სჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კუთხეები დაათვალიერა. ზუგდიდის კუთხესთან მეგრული სამზარეულოც დააგემოვნა, სადაც მას მასპინძლობა ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ გაუწია.

სხვა ახალი ამბები: